აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები
წინამდებარე აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები (შემდგომში - „დებულება“) წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავ შეთანხმებას აპლიკაციის თითოეულ მომხმარებელსა და შპს „სტაფიკა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 429655241) შორის, რომელიც არეგულირებს შპს „სტაფიკა“-ს საკუთრებაში არსებული აპლიკაციის (აპლიკაციის სახელწოდება: Stafika) სარგებლობის / მოხმარების წესებსა და პირობებს.
აპლიკაციის მიზანია ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს შორის და დასაქმების ხელშეწყობა, კერძოდ: აპლიკაციის საშუალებით თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს განათავსოს საკუთარი მოთხოვნა სამუშაოს / ვაკანსიის შესახებ და განსაზღვროს შესაბამისი თანხა სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ, ხოლო ასევე, თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს გამოთქვას დაინტერესება კონკრეტული ვაკანსიის მიმართ. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, შპს „სტაფიკა“ ასრულებს შუამავლის ფუნქციას, რომელიც აპლიკაციაზე განთავსებული ინფორმაციის საშუალებით აკავშირებს აპლიკაციის მომხმარებლებს ერთმანეთთან.
აპლიკაციის წინამდებარე წესები და პირობები მოიცავს შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებულ ვებ-გვერდს (www.stafika.com) და სოციალურ ქსელ Facebook-ს (Stafika), რომლებზე გადასვლითაც თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს.
წინამდებარე პირობები საყურადღებო და სავალდებულო თითოეული მომხმარებლისთვის, აქედან გამომდინარე, მომხმარებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მომხმარებელი არ ეთანხმება აღნიშნულ წესებსა და პირობებს, უნდა შეწყვიტოს აპლიკაციითა და სერვისით სარგებლობა.
1. გამოყენებული ტერმინები
წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:
ა. შუამავალი - შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241).
ბ. პოტენციური დამსაქმებელი - აპლიკაციაში რეგისტრირებული პირი, რომელიც თავის განცხადებას ანთავსებს აპლიკაციაში დასაქმების შესაძლებლობის და სამუშაოს დეტალების შესახებ.
გ. სამუშაოს პოტენციური მაძიებელი - აპლიკაციაში რეგისტრირებული პირი, რომელიც ინტერესდება პოტენციური დამსაქმებლის მიერ განთავსებული კონკრეტული განცხადებით დასაქმების შესახებ.
დ. განცხადება - პოტენციური დამსაქმებლის მიერ აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობის და სამუშაოს დეტალების შესახებ.
ე. სასწრაფო განცხადება - პოტენციური დამსაქმებლის მიერ აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია დასაქმების შესაძლებლობის და სამუშაოს დეტალების შესახებ, რომლის შესრულებამდე დარჩენილია 24 საათი ან ნაკლები, რომელსაც აპლიკაციის საშუალებით ანიჭებს სასწრაფო განცხადების სტატუსს.
ვ. ვებ-გვერდი - შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართია - (www.Stafika.com) და მისი ყველა ქვეგვერდი.
ზ. აპლიკაცია - შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებული პროგრამული აპლიკაცია Stafika.
თ. პლატფორმა - პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსი, რომელიც მოიცავს/აერთიანებს ვებ-გვერდს და აპლიკაციას.
ი. ავტორიზაცია - აპლიკაციაში არსებულ ინფორმაციულ რესურსებზე სპეციალური წვდომის უფლების ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერულ და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან და სხვა უფლებებთან და პრივილეგიებთან ერთად, ანიჭებს პირს უფლებას, სერვისით სრულად სარგებლობის მიზნით შექმნას საკუთარი პროფილი აპლიკაციაში, აგრეთვე, შეიყვანოს, გაეცნოს, შეასწოროს ან დაამატოს ინფორმაცია.
კ. რეგისტრაცია - პირის მიერ აპლიკაციაში სპეციალური პროცედურის გავლა, რაც გულისხმობს პირის მიერ მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და ვირტუალური გასაღების შექმნას და აძლევს პირს აპლიკაციაზე სრულად წვდომის საშუალებას.
ლ. რეგისტრაციის გავლა - პირისათვის რეგისტრაციაში ნაგულისხმევი უფლების მინიჭება მომხმარებლის ვირტუალური სახელისა და პაროლის აპლიკაციაში არსებულ შესაბამის გრაფაში ჩაწერის და რეგისტრაციის მოთხოვნის მეშვეობით.
მ. იუზერნეიმი - პირის ელექტრონული ფოსტის მოქმედი მისამართი (ელექტრონული ფოსტა), რომელსაც პირი იყენებს აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს, რათა მოხდეს მისი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიცირება შუამავლის მიერ.
ნ. პაროლი - სიმბოლოთა კომბინაცია, რომელსაც პირი ადგენს აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე წვდომისათვის და მისი დაცულობისათვის სხვა პირთა მიერ წვდომისაგან.
ო. მომხმარებლის გვერდი - აპლიკაციაში არსებული ქვე-გვერდი, რომელსაც ქმნის მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის შედეგად და რომელიც ასახავს ამ კონკრეტული მომხმარებლის პროფილში შეყვანილ ინფორმაციას.
პ. პროფილი - მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს თავის თავზე შევსებული ინფორმაცია, რომელიც აპლიკაციაში გენერირებულია ერთიანი სახით მომხმარებლის კუთვნილ გვერდზე.
ჟ. მომხმარებელი - ნებისმიერი პირი (როგორც დასაქმების პოტენციური მაძიებელი ასევე, პოტენციური დამსაქმებელი), რომელსაც გავლილი აქვს რეგისტრაცია აპლიკაციაში.
რ. სამუშაოს მაძიებელი - ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ გადავა სამუშაოს მაძიებლის გვერდზე.
ს. სამუშაოს შემსრულებელი - ნებისმიერი სამუშაოს მაძიებელი, რომელიც დამსაქმებელთან შეთანხმებას ორმხრივად დაეთანხმება (დამსაქმებლის მიერ განთავსებულ განცხადებას დაეთანხმება და თავის მხრივ, დამსაქმებელიც დაეთანხმება სამუშაოს შემსრულებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას).
ტ. დამსაქმებელი - ნებისმიერი პოტენციური დამსაქმებელი, რომელიც აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ გადავა დამსაქმებლის გვერდზე.
უ. სამუშაოს მაძიებლების ჩამონათვალი - სამუშაოს მაძიებლები, რომლებიც ელოდებიან შეთავაზებას დამსაქმებლების მხრიდან.
ფ. ხელშეკრულება / შეთანხმება - შუამავლისაგან დამოუკიდებლად და აპლიკაციაში გამოთქმული ორმხრივი თანხმობისგან დამატებით, დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის გაფორმებული ორმხრივი, წერილობითი შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს სამუშაოს დეტალურ აღწერილობას, ანაზღაურების ოდენობას, გადახდის პირობებს და სხვა, არსებით პირობებს.
ქ. ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ - ელექტრონული და სხვა ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს შუამავალი აპლიკაციის მომხმარებლების შესახებ.
ღ. სპამი - ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირდაპირ ან არაპირდაპირ რეკლამას; ბმულს მავნე ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაზე; უცენზურო ან შეურაცხმყოფელ გამოთქმას; აპლიკაციასთან ირელევანტურ შინაარსს ან გენერირებულ ტექსტს.
ყ. ვირუსი - მავნე პროგრამული უზრუნველყოფა.
2. აპლიკაციაში ავტორიზაციისა და რეგისტრაციის პროცედურა
1. აპლიკაციის ჩამოტვირთვის და ინსტალაციის შემდეგ ვერცერთი მომხმარებელი ვერ შეძლებს აპლიკაციაში შესვლას აპლიკაციაში რეგისტრაციის გარეშე. აპლიკაციაში რეგისტრაციის მიზნით, მომხმარებელი ვალდებულია შესაბამის ველში შეიყვანოს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაეთანხმოს აპლიკაციის გამოყენების პირობებს (მოხმარების წესებსა და პირობებს), რის შემდეგაც რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერით, შესაბამის ველში დაფიქსირებული მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაეგზავნება პაროლი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი რეგისტრირდება აპლიკაციაში. პირი, რომელიც არ დაეთანხმება აპლიკაციის მოხმარების წესებსა და პირობებს, ვერ შეძლებს აპლიკაციით სარგებლობას.
2. აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ თითოეული მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
3. აპლიკაციაში რეგისტრაცია და ავტორიზაცია არის უფასო.
4. აპლიკაციაში რეგისტრაცია არის უვადო, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს არჩეული იუზერნეიმი და პაროლი იმოქმედებს მუდმივად. ამასთან, პაროლის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რეგისტრირებული მომხმარებლის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს დამოუკიდებლად აირჩიოს იუზერნეიმი და პაროლი; აგრეთვე, თითოეულ მომხმარებელს უფლება ექნება მოითხოვოს პაროლის ან იუზერნეიმის აღდგენა აპლიკაციაში გამოხატული მოთხოვნით. იუზერნეიმის და პაროლის დაკარგვაზე ან მესამე პირებისათვის განდობაზე, პასუხისმგებლობა სრულად ენიჭება მომხმარებელს. აპლიკაციის მთავარ გვერდთან წვდომის საშუალებას გაძლევთ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული იუზერნეიმი და პაროლი, აქედან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემების დაცვა მესამე პირებზე გავრცელებისგან სწორედ მომხმარებლის ვალდებულებაა.
6. აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებს.
7. ფიზიკური პირის რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს შემდეგი სახის სავალდებულო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფოტოსურათი და მოქმედი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები / PayPal-ის რეკვიზიტები, რომელსაც დააკავშირებს აპლიკაციასთან.
8. იურიდიული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს შემდეგი სახის სავალდებულო მონაცემები: სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო/უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და მოქმედი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები / PayPal-ის რეკვიზიტები, რომელსაც დააკავშირებს აპლიკაციასთან.
9. რეგისტრაციის პროცესში თითოეული მომხმარებელი ავსებს შესაბამის ველებს, რომელთა მომხმარებლებისთვის ჩვენებას უზრუნველყოფს აპლიკაცია; თითოეული მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს ისეთ პირობებს, როგორებიცაა: აპლიკაციის მოხმარების წესებს, პერსონალური მონაცემების გადამოწმებისა და გაცემის შესახებ და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის და გამჟღავნების შესახებ წესებს; აგრეთვე, მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს პასუხისმგებლობის აღების წესს მომხარებლის მიერ სამუშაოს შესასრულებლად გამოუცხადებლობის ან დაგვიანებით გამოცხადების ან/და განაცხადით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში.
10. რეგისტრაცია მომხმარებელს აძლევს საშუალებას მიიღოს წვდომა ისეთ ინფორმაციაზე, როგორებიცაა: ექსპერტების ჩამონათვალი (სხვადასხვა დარგის ექსპერტების საკონტაქტო ინფორმაცია); დისტრიბუციის ჩამონათვალი (სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიების საკონტაქტო ინფორმაცია); სარეკლამო აქციების ჩამონათვალი (სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიის მიერ დაგეგმილი სააქციო შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია); პირადი ინფორმაციის ცვლილება და CV-ს მონაცებების ცვლილება.
11. აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლის შემდეგ თითოეული მომხმარებელი გადის ავტორიზაციას - სპეციალურად გამოყოფილ ველებში იუზერნეიმის და პაროლის შეყვანით, რის შემდეგაც მომხმარებელი, გადადის მთავარ გვერდზე; აპლიკაციაში ყოველი შესვლის შემდეგ მომხმარებელი მოხვდება მთავარ გვერდზე, რომლიდანაც მომხმარებელს უფლება აქვს გადავიდეს სამუშაოს მაძიებლის გვერდზე ან დამსაქმებლის გვერდზე.
12. სამუშაოს მაძიებლის გვერდზე გადასვლით, თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს სამუშაოს მაძიებლის ფუნქციებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გადავა სამუშაოს მაძიებლის გვერდზე, იგი ისარგებლებს სამუშაოს მაძიებლის ფუნქციებით. სამუშაოს მაძიებლის ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: აპლიკაციაში, დამსაქმებლის მიერ განთავსებული განცხადებების დეტალური გაცნობა; აპლიკაციაში, დამსაქმებლის მიერ განთავსებული განცხადებებით დაინტერესება; აპლიკაციაში, დამსაქმებლის მიერ განთავსებული განცხადებაზე თანხმობის გაცხადება.
13. დამსაქმებლის გვერდზე გადასვლით, თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს დამსაქმებლის ფუნქციებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გადავა დამსაქმებლის გვერდზე, იგი ისარგებლებს დამსაქმებლის ფუნქციებით. დამსაქმებლის ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: განცხადების გამოქვეყნება; სასწრაფო განცხადებებზე წვდომა; სამუშაოს მაძიებლების ჩამონათვალზე წვდომა; საკუთარი განცხადებების ჩამონათვალზე წვდომა (როგორც დასრულებული, ასევე, აქტიური განცხადებების ჩამონათვალზე წვდომა); აქტიურ განცხადებებზე სამუშაოს მაძიებლების მზაობის ჩამონათვალზე წვდომა (იმ სამუშაოს მაძიებლების ჩამონათვალი, რომლებთაც სურთ კონკრეტული ვაკანსიის დაკავება); იმ სამუშაოს მაძიებლების CV-ს და პირადი ინფორმაციის ნახვა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებაზე.
14. ის პირები, რომლებსაც არ აქვთ გავლილი აპლიკაციაში რეგისტრაცია, ვერ შეძლებენ აპლიკაციით სარგებლობას; რეგისტრაცია გაუვლელ პირს არ ექნება აპლიკაციაზე არანაირი ქმედების უზრუნველყოფის შესაძლებლობა, მათ შორის, სამუშაოს შესახებ განცხადების განთავსების საშუალება ან/და განცხადებაზე დაინტერესების გამოხატვის საშუალება ან/და რაიმე სხვა სახის ინტერქმედების საშუალება.
15. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ აპლიკაცია წარმოადგენს ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბების, დაკავშირების და განვითარების საშუალებას და აპლიკაცია ემიჯნება ყოველგვარი სახის არაკანონიერ ქმედების განხორციელებას და ასეთი ქმედების მცდელობას. შესაბამისად, არცერთ პირს, უფლება არ აქვს სხვა პირის სახელით გაიაროს რეგისტრაცია ან ავტორიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირი სხვა პირის სახელით მაინც გაივლის ავტორიზაციას, პირს შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.
16. იმისათვის, რომ შუამავალმა თავიდან აირიდოს ნებისმიერი პირის მიერ სხვა პირის სახელით რეგისტრაცია, ავტორიზაცია ან/და ნებისმიერი სახის ინტერქმედება აპლიკაციაში, ნებისმიერი მომხმარებელი ვალდებულია აპლიკაციის შესაბამის ველებში ზუსტად და სწორად მიუთითოს მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია.
17. რეგისტრაციის დროს, მომხმარებლის მიერ მოქმედი საბანკო ანგარიშის მონაცემების მითითება ან Paypal-ის რეკვიზიტების აპლიკაციასთან მიბმა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი მომხმარებელი, რომელიც არ მიუთითებს მოქმედი საბანკო ანგარიშის მონაცემებს, ვერ გაივლის რეგისტრაციას აპლიკაციაში.
3. განცხადების განთავსება აპლიკაციაში პოტენციური დამსაქმებლის მიერ
1. აპლიკაციაში ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც აპლიკაციაში რეგისტრაციის შემდეგ გადავა დამსაქმებლის გვერდზე, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს დამსაქმებლის ფუნქციებით, რაც საშუალებას მისცემს აპლიკაციაში განათავსოს შესასრულებელი სამუშაოს შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა. შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა;
ბ. სამუშაოს შესრულების ხანგრძლივობა;
გ. სამუშაოს შესრულების ადგილი;
დ. სამუშაოს შესრულების დრო და თარიღი;
ე. ანაზღაურების ოდენობა (ეროვნულ ვალუტაში) და გადახდის წესი;
ვ. სამუშაოს შემსრულებლის ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაცია;
ზ. სამუშაოს შემსრულებლის შესახებ დამატებითი მოთხოვნები შესასრულებელ სამუშაოსთან მიმართებით (მაგალითად, დრესკოდის შესახებ მითითება და ა.შ.);
თ. დამსაქმებელი პირის შესახებ მოკლე ინფორმაცია.
გარდა ზემოთჩამოთვლილისა, თითოეულმა დამსაქმებელმა შეიძლება ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები კონკრეტული სამუშაოს შესრულების სპეციფიკის გათვალისწინებითა და კანონის მოთხოვნებით სრული დაცვით.
2. დამსაქმებელი აცნობიერებს, რომ მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ დეტალური ინფორმაციის განთავსება გააადვილებს სამუშაოს მაძიებლების დაინტერესებას შესასრულებელი სამუშაოს მიმართ.
3. დამსაქმებლის მიერ აპლიკაციაში განცხადების განთავსების მიზანს წარმოადგენს განცხადებაში აღნიშნული სამუშოს შემსრულებლის მოძიება.
4. დამსაქმებელი უფლებამოსილია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ინფორმაცია აპლიკაციაში განათავსოს ნებისმიერ დროს - საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, დამსაქმებელი დამოუკიდებლად განსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს შესახებ აპლიკაციაში განცხადების განთავსების ვადას.
5. დამსაქმებლის მიერ აპლიკაციაში განთავსებული განცხადება აპლიკაციაში ხელმისაწვდომი (აქტიური) იქნება მისი განთავსების დღიდან - სამუშოს შესრულების თარიღამდე 24 საათით ადრე დროის მონაკვეთში. სამუშოს შესრულების თარიღამდე 24 საათის პერიოდში, განთავსებული განცხადება არ გამოჩნდება (გაქრება აპლიკაციიდან) აპლიკაციაში არცერთი მომხმარებლისათვის.
6. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ კონკრეტულ განცხადებაზე აპლიკაციის საშუალებით გამოთქმულ თანხმობას, ასეთი განცხადება ავტომატურად წაიშლება აპლიკაციიდან დამსაქმებლის მხრიდან დათანხმების მომენტიდან.
7. განცხადების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ (თუ არცერთი სამუშაოს პოტენციური მაძიებელი არ დაინტერესდება განცხადებით), ასეთი განცხადება ავტომატურად წაიშლება აპლიკაციიდან. განცხადების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ (თუ არცერთი სამუშაოს პოტენციური მაძიებელი არ დაინტერესდება განცხადებით), დამსაქმებელი უფლებამოსილია ახალი (შესაძლებელია იდენტური შინაარსის) განცხადება ხელახლა განათავსოს აპლიკაციაში.
8. აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაცია (მათ შორის, ჩამონათვალი, განცხადებები და ა.შ.) დაყოფილი იქნება კატეგორიებად, რომელიც თითოეულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მარტივად და უმოკლეს დროში იპოვოს მისთვის საჭირო განცხადება. გარდა ამისა, აპლიკაცია უზრუნველყოფილია გაფილტვრის და გადაფურცვლის (ჩამოსქროლვის) სისტემით, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაიმარტივოს სასურველი განცხადებების პოვნა.
9. დამსაქმებლის მიერ აპლიკაციაში განთავსებული განცხადების შეცვლა დაუშვებელია, აქედან გამომდინარე, თითოეული დამსაქმებელი ვალდებულია სწორად და ამომწურავად განათავსოს მოთხოვნა აპლიკაციაში.
10. განცხადებით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორეზე და კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება განცხადების ავტორს.
11. აპლიკაციაში განცხადების განთავსებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები რეგულირდება წინამდებარე აპლიკაციის მოხმარების წესებით და პირობებით, რომელსაც თითოეული დამსაქმებელი აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს თანხმობის გამოხატვით ეთანხმება.
12. აპლიკაციაში გამოქვეყნებული / განთავსებული განცხადება არ გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე, ვინაიდან, ზემოთაღნიშნული ვებ-გვერდის არის მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო სახის.
13. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აღიარებს და ეთანხმება, რომ დამსაქმებლის მიერ აპლიკაციაში განთავსებული განცხადება წარმოადგენს მის უფლებას; აღნიშნულის საპირისპიროდ, დამსაქმებელი ვალდებულებას იღებს, განცხადების შინაარსით არ შელახოს მესამე პირთა უფლებები და გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სამუშაოს შესრულების პირობების განსაზღვრისას.
14. გარდა ზემოაღნიშნულისა, თითოეული პოტენციური დამსაქმებელი უფლებამოსილია თავად აირჩიოს კონკრეტული განცხადებით შესასრულებელი სამუშაოს შემსრულებელი - სამუშაოს პოტენციური მაძიებლისათვის მისთვის აპლიკაციის საშუალებით მოთხოვნის გაგზავნის გზით; ასეთ შემთხვევაში, სამუშაოს პოტენციური მაძიებელი უფლებამოსილია დაეთანხმოს / მიიღოს ან უარყოს შემოთავაზება.
4. აკრძალული შინაარსის ინფორმაციის განთავსება აპლიკაციაში; რეგისტრაციის შეჩერება/შეწყვეტა
1. აპლიკაციის თითოეულ მომხმარებელს ეკრძალება აპლიკაციაში განათავსოს ისეთი სახის ინფორმაცია ან განცხადება, რომელიც:
ა. შეიცავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწონებას ან/და ამისკენ მოწოდებას ან რომელიც ემსახურება ქვეყანაში ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას ან ომის, ტერორიზმის, ძალადობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის მოწონებას ან/და პროპაგანდას;
ბ. აღვივებს შუღლს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, პროფესიის, საცხოვრებელი ან დაბადების ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა საფუძვლით, აგრეთვე ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;
გ. არასწორი ინფორმაციაა და მისი მიზანია შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან/და გამოიწვიოს შეცდომა ან/და გაუგებრობა განცხადებასთან, სამუშაოს მოცულობასთან ან ხასიათთან ან/და სხვა გარემოებებთან დაკავშირებით.
დ. უცენზურო ან შეურაცხმყოფელი ან ძალადობრივი შინაარსის გამომხატველი სიტყვა ან სიტყვათწყობისგან შედგება;
ე. არის ან შეიცავს პოლიტიკური სახის შინაარსს და მოთხოვნაში განსაზღვრული საქმიანობა უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას;
ვ. სხვა სახის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც ნებისმიერი მიზეზით დისკრიმანიციულ მდგომარეობაში აყენებს პირს, უთანაბრდება ძალადობის წახალისებას, თაღლითური გზით სარგებლის მიღებას მესამე პირების მხრიდან ან კანონმდებლობით აკრძალული/დასჯადი ქმედების ელემენტებს შეიცავს.
2. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩამოთვლილი აკრძალული ქმედებებიდან ერთ-ერთი სახის ინფორმაციას ან განცხადებას მაინც განათავსებს აპლიკაციაში, ვალდებული იქნება ინფორმაციის განთავსებით დაზარალებულ პირს (არსებობის შემთხვევაში) სრულად აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი აკრძალული ქმედებებიდან ერთ-ერთი სახის მოთხოვნა მაინც განთავსდება აპლიკაციასი, შუამავალი უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის უმოკლეს ვადაში წაშლას აპლიკაციიდან, ხოლო ინფორმაციის განმათავსებელ მომხმარებელს შესაძლოა შეუჩერდეს ან შეუწყდეს აპლიკაციაში რეგისტრაცია დარღვევის შემდგომი პრევენციის მიზნით.
3. აპლიკაციით მომხმარებლის სარგებლობა დამოკიდებულია შუამავლის, პოტენციური დამსაქმებლისა და სამუშაოს პოტენციური მაძიებლის საიმედოობაზე, კეთილსინდისიერებაზე და პასუხისმგებლობაზე, შესაბამისად, ამ პრინციპების დაუცველობა ნებისმიერი მომხმარებლის მიერ შესაძლოა გახდეს აპლიკაციაში რეგისტრაციის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.
4. გარდა ზემოთჩამოთვლილისა, მომხმარებლის რეგისტრაციის შეჩერება და შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს შემდეგ შემთხვევებში:
ა. აპლიკაციაში განთავსებული განცხადების ავტორთან (დამსაქმებელთან) შუამავლის გვერდის ავლით დაკავშირების ან დაკავშირების მცდელობის შემთხვევაში;
ბ. აპლიკაციაში დაფიქსირებული მესამე პირების პერსონალური მონაცემების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში;
გ. განცხადების ფარგლებში დამსაქმებელთან ან სამუშაოს შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;
დ. აპლიკაციაში არაავტორიზებული წვდომის დამყარება - მონაცემების კოპირების, ანალიზის, წაშლის, განადგურების ან სხვა მიზნით.
5. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შუამავალი უფლებამოსილია რეგისტრაციის შეჩერებამდე ან შეწყვეტამდე, მისცეს დამრღვევ პირს წერილობითი გაფრთხილება ან/და მოახდინოს ასეთი მომხმარებელის უარყოფითი შეფასება აპლიკაციის შეფასების სისტემის საშუალებით.
6. დამრღვევ პირს გაფრთხილება შეიძლება მიეცეს მის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით.
7. შუამავალი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს რეგისტრაცია თუ ვალდებულებების დარღვევა ატარებს არსებით ხასიათს ან/და შუამავალი გონივრულობის ფარგლებში მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის შეწყვეტა წარმოადგენს აპლიკაციაში რეგისტრირებული მომხმარებლების ან მესამე პირების დაცვის (მათ შორის, მათი მონაცემების დაცვის) საუკეთესო საშუალებას.
8. თითოეული პოტენციური დამსაქმებელი აცხადებს, რომ თავისი განცხადების განთავსების პროცესში იცნობს და დაიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5. სამუშაოს მაძიებლის დაინტერესება განცხადების მიმართ და შემდგომი პროცედურები
1. შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) დანიშნულებაა, რომ აპლიკაციის საშუალებით მოხდეს პოტენციური დამსაქმებლისა და სამუშაოს პოტენციური მაძიებლის ერთმანეთთან დაკავშირება. ამ მიზნით, აპლიკაცია სამუშაოს თითოეულ პოტენციურ მაძიებელს საშუალებას აძლევს განცხადებით დაინტერესების შემთხვევაში, შესაბამის ველებში აპლიკაციის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, გამოთქვას თანხმობა და ინტერესი განცხადებაში აღნიშნული სამუშაოს მიმართ.
2. სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ კონკრეტულ განცხადებაზე აპლიკაციის საშუალებით გამოთქმული თანხმობით, სამუშაოს პოტენციური მაძიებელი აცხადებს, რომ ეთანხმება განცხადებაში მოყვანილ პირობებს, მისაღებია მისთვის და უზრუნველყოფს განცხადებაში განსაზღვრული სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებას.
3. სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ კონკრეტულ განცხადებაზე აპლიკაციის საშუალებით გამოთქმულ თანხმობაზე, დამსაქმებელს უფლება აქვს აპლიკაციის საშუალებით, სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმული თანხმობის მიღებისთანავე უარყოს ან დაეთანხმოს სამუშაოს პოტენციური მაძიებლის დაინტერესებას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე, იგი ვალდებული იქნება სამუშაოს შემსრულებელთან მატერიალური ფორმით დადოს შესაბამისი ხელშეკრულება / შეთანხმება, რომლითაც ორმხრივი ვალდებულებები იქნება განსაზღვრული სამუშოს შემსრულებელსა და დამსაქმებელს შორის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით.
5. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი უარყოფს სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე, ასეთ შემთხვევაში სამუშაოს პოტენციურ მაძიებელს აპლიკაციის პროგრამული საშუალებით შეტყობინების სახით ეცნობება დამსაქმებლის მხრიდან უარყოფის თაობაზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი უარყოფს სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე, სამუშაოს პოტენციურ მაძიებელს ამ (უარყოფილ) განცხადებაზე აღარ შეეძლება მეორედ დაინტერესების გამოხატვა და აპლიკაციის მიერ ავტომატურად დაიბლოკება ამ (უარყოფილ) განცხადებაზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე, დამსაქმებელიც და სამუშაოს შემსრულებელიც მხოლოდ ერთმანეთის წინაშე იქნებიდან პასუხისმგებელნი განცხადებით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე / შეუსრულებლობაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, თაობაზე, დამსაქმებელს და სამუშაოს შემსრულებელს არ წარმოეშვებათ რაიმე სახის ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე, დამსაქმებლის მხრიდან აპლიკაციის საშუალებით თანხმობის გამოხატვამდე - სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობაზე / მზაობაზე განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე.
8. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე აპლიკაციის საშუალებით, სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ განსაზღვრული და აპლიკაციაში დაფიქსირებული საბანკო ანგარიშიდან, ავტომატურად ჩამოიჭრება შუამავლის საკომისიო თანხა, რომელიც შეადგენს განცხადებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 10%-ს (ათ პროცენტს) (შემდგომში - შუამავლის საკომისიო). აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი სახის საბანკო ტრანზაქციისას გადახდის პროვაიდერმა მესამე მხარემ (მაგალითად, საბანკო დაწესებულებამ) შესაძლებელია გადასარიცხ თანხას დაარიცხოს ტრანზაქციის მომსახურების საკომისიო. ასეთ შემთხვევაში, თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ასეთი დამატებითი ხარჯის გადახდაზე.
9. მას შემდეგ რაც, დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე, არცერთ მხარეს (არც დამსაქმებელს და არც სამუშაოს შემსრულებელს) არ აქვს უფლება უარი თქვას შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე.
10. მას შემდეგ რაც, დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე, არცერთი მხარეს არ ექნება შესაძლებლობა და საშუალება აპლიკაციის მეშვეობით გააუქმოს შეთანხმება ან/და შეცვალოს შეთანხმების რომელიმე პირობა.
11. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე უარს იტყვის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, მეორე მხარე უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს (შესაბამისი მტკიცებულებების ჩათვლით, რაც დაადასტურებს მხარის მიერ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე უარს) შუამავალს, რომელიც უზრუნველყოფს აპლიკაციის შეფასების სისტემის საშუალებით ასეთი პირის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით შეფასებას.
12. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე უარს იტყვის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, მეორე მხარე უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს (შესაბამისი მტკიცებულებების ჩათვლით, რაც დაადასტურებს მხარის მიერ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე უარს) შუამავალს და თუ აღმოჩნდება, რომ ასეთი ქმედება არ იყო მომხმარებლის მხრიდან პირველად ჩადენილი, ასეთი მომხმარებელი დაიბლოკება აპლიკაციაში და გაუქმდება აპლიკაციაში მოქმედი მისი ანგარიში.
13. თუ სამუშაოს შემსრულებელი უარს იტყვის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე ნებისმიერი საფუძვლით, დამსაქმებელი უფლებამოსილია ავტომატურად გაუქმებული განცხადების ნაცვლად აპლიკაციაში განათავსოს ახალი განცხადება - გაუქმებული განცხადების იდენტური ან შეცვლილი პირობებით, რომელიც აპლიკაციის ყველა მომხმარებლისათვის იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, სამუშაოს შემსრულებელს უფლება აქვს იმ გამოსაქვეყნებელ განცხადებას, რომლითაც განსაზღვრული სამუშაოს შესრულებამდე დარჩენილია 24 საათი ან ნაკლები დრო, მიანიჭოს სასწრაფო განცხადების სტატუსი, რომელიც აპლიკაციაში ხელმისაწვდომი იქნება სამუშაოს პოტენციური მაძიებლებისათვის და რომელზეც დამატებითი მიუთითებს, რომ განცხადებაში განსაზღვრული სამუშაო არის ახლავე / სასწრაფოდ შესასრულებელი; თითოეული სასწრაფო განცხადების სტატუსის მქონე განცხადება აპლიკაციაში მწვანედ აციმციმებდა რაც უზრუნველყოფს ასეთი განცხადებების მარტივად შემჩნევადობას დაინტერესებული მომხმარებლების მხირდან.
14. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე და სამუშაოს შემსრულებელთან მატერიალური ფორმით დადებს შესაბამის ხელშეკრულებას / შეთანხმებას, რომლითაც ორმხრივი ვალდებულებები იქნება განსაზღვრული სამუშოს შემსრულებელსა და დამსაქმებელს შორის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, თითოეული მხარე ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ - მატერიალური ფორმით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით / შეთანხმებით, რომელიც მოიცავს ანაზღაურების წესს და პირობებსაც.
15. დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის მატერიალური ფორმით ხელშეკრულების / შეთანხმების დადების შემდეგ, თუ სამუშოს შემსრულებელი არ გამოცხადდა სამუშაოს შესრულების ადგილზე, დამსაქმებელი უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით - საკუთარი უფლებების დაცვით მიზნით. ამასთან, თითოეული დამსაქმებელი ითვალისწინებს და აცნობიერებს, რომ არცერთი სამუშაოს შემსრულებლის ქმედებაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება შუამავალს.
16. დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის მატერიალური ფორმით ხელშეკრულების / შეთანხმების დადების შემდეგ, თუ სამუშოს შემსრულებელი არ გამოცხადდა სამუშაოს შესრულების ადგილზე, სამუშაოს შემსრულებელი აპლიკაციის შეფასების სისტემის საშუალებით შეფასდება ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, დაიბლოკება აპლიკაციაში და გაუქმდება აპლიკაციაში მოქმედი მისი ანგარიში.
17. თითოეული მომხმარებელი ითვალისწინებს, რომ მატერიალური ფორმით ხელშეკრულების / შეთანხმების დადების შემდეგ, თითოეული მხარე პასუხისმგებელი იქნება ამ ხელშეკრულებით / შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე ან/და შეუსრულებლობაზე, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულება და თითოეული მათგანის მიერ აპლიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო, ორმხრივად ურთიერთმბოჭავ სამართლებრივ დოკუმენტს და ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, თითოეული მხარე მეორე მხარის წინაშე პასუხისმგებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
18. თითოეული მომხმარებელი ითვალისწინებს და აცნობიერებს, რომ დამსაქმებელს შესაძლოა განსაზღვრული ჰქონდეს შიდა მარეგულირებელი სახელმძღვანელო, რომლითაც დამსაქმებელი იხელმძღვანელებს და რომელზეც მითითებული უნდა იყოს განცხადების დამატებით ველში. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს შემსრულებელი დაარღვევს დამსაქმებლის მიერ შემუშავებული შიდა მარეგულირებელი სახელმძღვანელოთი განსაზღვრულ რომელიმე წესს ან/და დამსაქმებლის მიერ შემუშავებული შიდა მარეგულირებელი სახელმძღვანელოთი განსაზღვრული წესის სამუშაოს შემსრულებლის მიერ დარღვევის გამო, დამსაქმებელი გააუქმებს შეთანხმებას, შუამავალი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან სამუშაოს შემსრულებლის წინაშე, მათ შორის, ჩამოჭრილი შუამავლის საკომისიოს უკან დაბრუნებისაგან.
19. აპლიკაციაში განთავსებულ განცხადებასთან ერთად, დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის მატერიალური ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებაში / შეთანხმებაში დამატებით შესაძლოა განისაზღვროს სამუშაოს შემსრულებლის ანაზღაურების ოდენობა და წესი.
20. სამუშაოს შემსრულებლის ანაზღაურება შესაძლოა მოხდეს როგორც ნაღდი, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორების საფუძველზე, რომელსაც დამოუკიდებლად განსაზღვრავს დამსაქმებელი.
21. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ გადაუხდის განცხადებაში ან/და დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის მატერიალური ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებაში / შეთანხმებაში განსაზღვრულ ანაზღაურებას სამუშაოს შემსრულებელს, სამუშაოს შემსრულებელი უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით - საკუთარი უფლებების დაცვით მიზნით. გარდა ამისა, თუ დამსაქმებელი არ გადაუხდის განცხადებაში ან/და დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის მატერიალური ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებაში / შეთანხმებაში გასნაზღვრულ ანაზღაურებას სამუშაოს შემსრულებელს, სამუშაოს შემსრულებელი უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს შუამავალს, რომელიც უზრუნველყოფს აპლიკაციის შეფასების სისტემის საშუალებით დამსაქმებლის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით შეფასებას, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, დამსაქმებელი დაიბლოკება აპლიკაციაში და გაუქმდება აპლიკაციაში მოქმედი მისი ანგარიში.
22. სამუშაოს შემსრულებელი აცნობიერებს, რომ მასსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა კონკრეტული სამუშაოს შესრულებიდან გამომდინარე, არის ორი დამოუკიდებელი პირის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელზეც პასუხისმგებელი ვერ იქნება შუამავალი, რადგან შუამავალი აპლიკაციის საშუალებით მხოლოდ და მხოლოდ აკავშირებს სამუშაოს შემსრულებელსა და დამსაქმებელს ერთმანეთთან. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ გადაუხდის განცხადებაში ან/და დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის მატერიალური ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებაში / შეთანხმებაში გასნაზღვრულ ანაზღაურებას სამუშაოს შემსრულებელს, სამუშაოს შემსრულებელს შუამავლის მიმართ არანაირი სახის პრეტენზია არ ექნება.
23. როგორც დამსაქმებელს (პოტენციურ დამსაქმებელს), ასევე, სამუშაოს შემსრულებელს (სამუშაოს პოტენციურ მაძიებელს) უფლება აქვთ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების / შეთანხმების ან აპლიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის შედეგად ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის თუ არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით - საკუთარი უფლებების დაცვით მიზნით.
6. ასაკობრივი ზღვარი
1. შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) კუთვნილ აპლიკაციაში რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ პირს 16 წლიდან. 16 წლამდე მიუღწეველ ფიზიკურ პირებს უფლება არ აქვთ კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი და სათანადოდ დამოწმებული თანხმობის გარეშე გაიარონ რეგისტრაცია.
2. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი განცხადება მომხმარებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ 16 წლამდე მიუღწეველი პირი აპლიკაციაში რეგისტრაციას გაივლის სრულწლოვანი, ნებისმიერი მესამე პირის მონაცემების გამოყენებით და აღნიშნული ცნობილი გახდება შპს „სტაფიკა“-სთვის (ს/ნ: 429655241). ასეთ შემთხვევაში, შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან 16 წლამდე მიუღწეველი პირის მიერ მოტყუებით რეგისტრაციის გავლის შემდეგ აპლიკაციაში ინტერქმედებისათვის.
3. ამასთან, შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) იტოვებს უფლებას გააუქმოს იმ პირის რეგისტრაცია, რომელიც მოტყუებით გაივლის რეგისტრაციას აპლიკაციაში.
7. საავტორო უფლებები
1. აპლიკაციის დიზაინი, მასზე განთავსებული ყველა ტექსტი, გამოსახულება, ხატულები, ლოგოები არის შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) ან კონკრეტული განცხადების აპლიკაციაში განმათავსებელი პირის საკუთრება და იგი დაცულია საავტორო უფლებებით ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოება, ვინაიდან საავტორო უფლებების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. კომუნიკაცია მომხმარებელსა და შუამავალს შორის
1. მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში განცხადების განთავსებით ან რეგისტრაციის მოთხოვნით, შუამავალს და მომხმარებელს შორის ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაცია, შესაბამისად, შუამავალი უზრუნველყოფს პროგრამული საშუალებით მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი განცხადების განთავსებას ან/და მომხმარებლის რეგისტრაციას, თუ აღნიშნული ქმედება არ ეწინააღმდეგება აღნიშნულ წესებს ან/და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, შუამავალთან ურთიერთობის დროს, მათ შორის, რეგისტრაციის პროცესში ან განცხადების / ინფორმაციის განთავსების პროცესში, თითოეული მომხმარებელი ეთანხმება, რომ მომხმარებლის მიერ მითითებული საკონტაქტო და სხვა პერსონალური მონაცემები იქნება სწორი.
2. არცერთ მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს სხვა პირის ელექტრონული ფოსტის (ან სხვა პერსონალური მონაცემი) მისამართი და იმოქმედოს სხვა პირის სახელით, ხოლო შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) აქვს უფლება მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის დარღვევის შემთხვევაში აღკვეთოს ასეთი ქმედება (წაშალოს მის მიერ წესების დარღვევით გამოქვეყნებული განცხადება, შეუჩეროს ან შეუწყვიტოს მომხმარებელს რეგისტრაცია ან გამოიყენოს სხვა ღონისძიებები დარღვევის პრევენციის მიზნით).
3. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) აპლიკაციაში გამოქვეყნებული განცხადების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელი არის ამ განცხადების ავტორი (პირი, რომელმაც განათავსა ასეთი განცხადება). ამავე დროს, მესამე პირისათვის ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი წესის დარღვევის შემთხვევაში გამოქვეყნებით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება აღნიშნული განცხადების ავტორს.
4. აპლიკაციაში რეგისტრირებულ თითოეულ მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს ან დატოვოს კომენტარები, თუ ასეთი ქმედება არ არის აკრძალული კანონით, უცენზურო, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, გამაღიზიანებელი, წამქეზებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი ან თუ არ არის რაიმე სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმყენებელი ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველი ან რაიმე სხვა სახის სპამის შემცველი.
5. იმ შემთხვევაში, აპლიკაციაში რეგისტრირებული მომხმარებელი შეფასების სისტემის საშუალებით დატოვებს კომენტარს, რომელიც აკრძალულია კანონით, შეიცავს უცენზურო, შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ, გამაღიზიანებელ, წამქეზებელ, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი შინაარსის მქონე ინფორმაციას, სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმყენებელ ან ვირუსის, პოლიტიკური კამპანიის, რეკლამის შემცველ ან რაიმე სხვა სახის სპამის შემცველ ინფორმაციას, შუამავალი იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ წაშალოს ან გააუქმოს ასეთი შინაარსის კომენტარი.
6. შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებულ ვებ-გვერდს (www.Globalchoise.com) და სოციალურ ქსელ Facebook-ს (Global Choise) გვერდზე განსაზღვრული იქნება აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები, აგრეთვე, სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინსტრუქცია ვიდეო კონტენტის ან სქრინების ფორმით, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს მარტივად, მესამე პირთა დახმარების გარეშე, მიიღოს ინსტრუქცია აპლიკაციის მოხმარების შესახებ.
9. შუამავლის საკომისიოს გადახდის წესი და პირობები
1. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე აპლიკაციის საშუალებით, სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ განსაზღვრული და აპლიკაციაში დაფიქსირებული საბანკო ანგარიშიდან, ავტომატურად ჩამოიჭრება შუამავლის საკომისიო თანხა, რომლის ოდენობა განსაზღვრულია წინამდებარე დებულებით. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ნებისმიერი სახის საბანკო ტრანზაქციისას გადახდის პროვაიდერმა მესამე მხარემ (მაგალითად, საბანკო დაწესებულებამ) შესაძლებელია გადასარიცხ თანხას დაარიცხოს ტრანზაქციის მომსახურების საკომისიო. ასეთ შემთხვევაში, თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ასეთი დამატებითი ხარჯის გადახდაზე.
2. სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ განსაზღვრული და აპლიკაციაში დაფიქსირებული საბანკო ანგარიშიდან შუამავლის საკომისიო თანხის ავტომატურად ჩამოჭრის შემდეგ, თუ სამუშაოს პოტენციური მაძიებელი ნებისმიერი საფუძვლით უარს იტყვის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ასეთ შემთხვევაში, სამუშაოს პოტენციურ მაძიებელს საბანკო ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრილი შუამავლის საკომისიო თანხა უკან არ დაუბრუნდება.
3. სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ განსაზღვრული და აპლიკაციაში დაფიქსირებული საბანკო ანგარიშიდან შუამავლის საკომისიო თანხის ავტომატურად ჩამოჭრის შემდეგ, თუ დამსაქმებელი ნებისმიერი საფუძვლით უარს იტყვის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ასეთ შემთხვევაში, სამუშაოს პოტენციურ მაძიებელს საბანკო ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოჭრილი შუამავლის საკომისიო თანხა უკან არ დაუბრუნდება. სამუშაოს პოტენციური მაძიებელი აცხადებს, რომ აანალიზებს და ითვალისწინებს რა, რომ ორმხრივ სამართლებრივად მბოჭავ ურთიერთობაში შედის დამსაქმებელთან, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს მხარის მიერ არ წარმოადგენს მესამე პირის, მათ შორის, შუამავლის პასუხისმგებლობის საფუძველს. აქედან გამომდინარე, სამუშაოს პოტენციური მაძიებელი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ აპლიკაციაში დაფიქსირებული საბანკო ანგარიშიდან შუამავლის საკომისიო თანხის ავტომატურად ჩამოჭრის შემდეგ, თუ დამსაქმებელი ნებისმიერი საფუძვლით უარს იტყვის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, შუამავალი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან და ვალდებულებისაგან სამუშაოს პოტენციური მაძიებლის წინაშე. ამასთან, აპლიკაციაში დაფიქსირებული საბანკო ანგარიშიდან შუამავლის საკომისიო თანხის ავტომატურად ჩამოჭრის შემდეგ, თუ დამსაქმებელი ნებისმიერი საფუძვლით უარს იტყვის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, შუამავალი უფლებამოსილია ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით და გამოიყენოს ყველა შესაძლო სამართლებრივი ზომა დამსაქმებლის მხრიდან დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით.
4. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი ითვალისწინებს და აცნობიერებს, რომ საფინანსო ტრანზაქციებს შესაძლოა დასჭირდეს ამ წესებსა და პირობებში აღნიშნულ ვადაზე მეტი დრო და აღნიშნულთან დაკავშირებით არცერთ მომხმარებელს შუამავლის მიმართ არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნიათ.
5. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ შუამავალი თავისუფლდება ყოველგვარი ფინანსური პასუხისმგებლობისაგან სამუშაოს პოტენციური მაძიებლის წინაშე.
6. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ შუამავალს არ გააჩნია რაიმე სახის ფინანსური პასუხისმგებლობა დამსაქმებლის ან პოტენციური დამსაქმებლის წინაშე.
7. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ შუამავლის საკომისიო თანხა, რომელიც ჩამოიჭრება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ განსაზღვრული საბანკო ანგარიშიდან, არცერთ შემთხვევაში (მიუხედავად დამსაქმებლის თუ სამუშაოს შემსრულებელის ან პოტენციური დამსაქმებლის თუ სამუშაოს პოტენციური შემსრულებლის მიერ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე ნებისმიერი საფუძვლით უარის თქმის შემთხვევაში) არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
8. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე აპლიკაციის საშუალებით, სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ განსაზღვრული და აპლიკაციაში დაფიქსირებული საბანკო ანგარიშიდან ნებისმიერი მიზეზით (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: საბანკო ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის გამო) ავტომატურად არ/ვერ ჩამოიჭრება ამ დებულებით განსაზღვრული შუამავლის საკომისიოს პროპორციული ოდენობის თანხა, შუამავალი უფლებამოსილია გააუქმოს სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმული თანხმობა, რის შემდეგაც არ წარმოიშობა ამ დებულებით განსაზღვრული დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის გათვალისწინებული ორმხრივი ვალდებულებები.
10. შეზღუდული პასუხისმგებლობა
1. ამ დებულების მიზნებისთვის შუამავლის მიერ მომხმარებლისათვის გასაწევ მომსახურებაში იგულისხმება მხოლოდ ტექნიკური და საშუამავლო ხასიათის დახმარების აღმოჩენა, სამუშაოს პოტენციური მაძიებლისა და პოტენციური დამსაქმებლის დაკავშირების და სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების პროცესის ორგანიზებასთან. შესაბამისად შუამავალი არ არის პასუხისმგებელი აპლიკაციის რომელიმე მხარის წინაშე მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
2. შუამავალი არ ერთვება სამუშაოს პოტენციურ მაძიებელსა და პოტენციურ დამსაქმებელს შორის აპლიკაციის მიღმა არსებულ კომუნიკაციაში ან სამართლებრივ ურთიერთობებში და არც მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან შეთანხმების შესრულებაში.
3. შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებული აპლიკაციის გამოყენებისას თითოეული მომხმარებელი ეთანხმება ამ დებულების პირობებს. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) არ აგებს პასუხს აპლიკაციის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე თუ დანაკარგზე.
4. განცხადებაში მითითებული და სამუშაოს პოტენციურ მაძიებელსა და პოტენციურ დამსაქმებელს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში / ხელშეკრულებაში განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ანაზღაურების გადაუხდელობის შემთხვევაში, არ წარმოიშვება შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) არანაირი ვალდებულება სამუშაოს შემსრულებლის მიმართ.
5. დამსაქმებლის მიერ, სამუშაოს მაძიებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შუამავალს, თუმცა სამუშაოს მაძიებელი აცნობიერებს, რომ ასეთ შემთხვევაში შუამავალს პასუხისმგებლობა არ ეკისრება სამუშაოს მაძიებლის წინაშე - დამსაქმებლის მიერ სამუშაოს მაძიებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვინაიდან, დამსაქმებელი და სამუშაოს მაძიებელი ხელმძღვანელობენ და საქმიან ურთიერთობას არეგულირებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მათ შორის გაფორმებული შეთანხმების / ხელშეკრულების საფუძველზე.
6. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი კუთვნილ ტექნიკურ მოწყობილობასთან ან/და იუზერნეიმის თუ პაროლის მესამე პირების მხრიდან წვდომაზე. მესამე პირების მხრიდან მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე შესაძლო წვდომის თავიდან არიდების მიზნით, თითოეული მომხმარებელი ვალდებულია მუდმივად გამოიყენოს აპლიკაციის ფუნქცია „გასვლა“, როდესაც მომხმარებელი დაასრულებს აპლიკაციაში ურთიერთქმედებას.
7. აპლიკაციაში რეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, არ შელახოს და არ დააზიანოს შუამავლის საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია; თითოეულ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს აპლიკაცია საკუთარი ბიზნესის / საქმიანობის რეკლამირებისა ან/და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.
8. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაციაში რეგისტრირებული ნებისმიერი მომხმარებელი პირდაპირ თუ ირიბად განახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელმაც შეიძლება შელახოს ან დააზიანოს შუამავლის საქმიანი იმიჯი და რეპუტაცია (მაგალითად, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება შუამავლის კონკურენტ პირებთან ან ცრუ ინფორმაციის განთავსება შუამავლის შესახებ, ან სხვა აპლიკაციების რეკლამირება შუამავლის საკუთრებაში არსებული აპლიკაციის გამოყენებით), შუამავალი იტოვებს უფლებას მიიღოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი ზომები და მოსთხოვოს ასეთ რეგისტრირებულ პირს ზიანის ანაზღაურება ან/და გააუქმოს ან შეუჩეროს რეგისტრაცია ასეთ რეგისტრირებულ პირს.
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა
1. თუ წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობების“ რომელიმე / ნებისმიერი მუხლი, პუნქტი ან მისი ნაწილი, კანონის ძალით აღმოჩნდა ძალადაკარგული ან ბათილი, იგი ჩაითვლება არარსებულ პირობად. ამასთან, წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობების“ ყველა სხვა მუხლი, პუნქტი ან მისი ნაწილი, ძალაში დარჩება ძალადაკარგული ან ბათილი დებულების გარეშე.
2. წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობებთან“ დაკავშირებით წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაიჭრება მოლაპარაკების გზით. თუ დავის მოლაპარაკების გზით გადაჭრა შეუძლებელია, მოდავე პირი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოლაპარაკების გამართვამდე, რომელიც დავას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამასთან, აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის, ასევე, სამუშაოს პოტენციურ მაძიებელსა და პოტენციურ დამსაქმებელს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაზე, პასუხისმგებლობა არ ეკისრება შუამავალს.
12. ცვლილებების შეტანის წესი
1. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მუდმივი ცვალებადობის გამო, წარმოდგენილი წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობების“ პირობებში შეიძლება პერიოდულად შევიდეს ცვლილებები, რის შესახებაც შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) უზრუნველყოფს ცვლილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლებისათვის, თუმცა ეს შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) ვალდებულება არ არის, ამიტომ თითოეული მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად შეამოწმოს აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები.
2. ამასთან, წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობებით“ განსაზღვრული რომელიმე წესის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში თუ აპლიკაციაში რეგისტრირებული პირი აგრძელებს აპლიკაციით სარგებლობას, იგულისხმება, რომ ეს პირი ეთანხმება შეცვლილ პირობებს.
3. წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობებიდან“ გამომდინარე წარმოშობილი ურთიერთობა არის მკაცრად საქმიანი ურთიერთობა დამოუკიდებელ მხარეებს შორის, რომლებიც თანხმდებიან, რომ დაიცავენ წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობებით“ განსაზღვრულ პირობებს, პატივს სცემენ თითოეული პირის უფლებებს, დაიცავენ კონფიდენციალურობას და უზრუნველყოფენ წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობებიდან“ გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულებების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულებას.
4. თითოეული მომხმარებელი აცხადებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს აპლიკაციის საშუალებით ან/და სხვა მომხმარებელთან დამატებითი შეთანხმებით / ხელშეკრულებით (დამსაქმებელთან ან სამუშაოს მაძიებელთან) ნაკისრ ვალდებულებას და ამასთან, მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება პასუხისმგებლობის კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, რომელიც შესაძლოა მომხმარებლის მიმართ განხორციელდეს მის მიერ აპლიკაციის საშუალებით ან/და სხვა მომხმარებელთან დამატებითი შეთანხმებით / ხელშეკრულებით (დამსაქმებელთან ან სამუშაოს მაძიებელთან) ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.
13. გარდამავალი პირობები
1. წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები“ ძალაში შედის მომხმარებლის მიერ აპლიკაციით სარგებლობის დაწყებით, კერძოდ, რეგისტრაციის პროცედურის გავლით და აპლიკაციის გამოყენების პირობებზე გამოხატული თანხმობით, რომლითაც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ გაეცნო აღნიშნულ პირობებს, მოიწონა აღნიშნული პირობები და შედის სამართლებრივად მბოჭავ ურთიერთობაში შუამავალთან ან/და აპლიკაციის სხვა მომხმარებელთან.
2. თითოეული მომხმარებელი წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობებზე“ თანხმობით სრულად აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ იყოს აპლიკაციის წინამდებარე წესებითა და პირობებით შებოჭილი რეგისტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
3. წინამდებარე „აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობებზე“ რომელიმე მომხმარებლის ან შუამავლის მატერიალური ფორმით ხელმოწერის არარსებობა, არ წარმოადგენს სამართლებრივად მბოჭავი ძალის დაკარგვის ან არ არსებობის წინაპირობას და მომხმარებლის მიერ აპლიკაციაზე დაფიქსირებულ/გამოთქმულ თანხმობას გააჩნია იგივე იურიდიული ძალა, რაც მატერიალური ფორმით დამოწმებულ/გამოთქმულ თანხმობას.
4. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეწყვიტოს აპლიკაციის ფუნქციონირება მომხმარებლისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
5. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) არ იძლევა აპლიკაციის უწყვეტად ფუნქციონირების გარანტიას, შესაბამისად იგი პასუხს არ/ვერ აგებს თუ დროის გარკვეულ მონაკვეთში აპლიკაცია ან მისი რომელიმე სერვისი გახდა მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელი, დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და სხვა.
6. შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) არ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა ქსელების, სისტემების, სერვერების, პროვაიდერების, მოწყობილობების, სერვისების ტექნიკურ ან პროგრამულ გაუმართაობაზე, ხარვეზებზე, შეწყვეტაზე ან დაყოვნებაზე მონაცემთა დამუშავების / გადაცემის პროცესში.