მნიშვნელოვანი ასპექტები
1. პირი, რომელიც არ დაეთანხმება აპლიკაციის მოხმარების წესებსა და პირობებს, ვერ შეძლებს აპლიკაციით სარგებლობას.
2. არცერთ პირს, უფლება არ აქვს სხვა პირის სახელით გაიაროს რეგისტრაცია ან ავტორიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი პირი სხვა პირის სახელით მაინც გაივლის ავტორიზაციას, პირს შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.
3. მას შემდეგ რაც, დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე, არცერთ მხარეს (არც დამსაქმებელს და არც სამუშაოს შემსრულებელს) არ აქვს უფლება უარი თქვას შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ გადაუხდის შეთანხმებით განსაზღვრულ ანაზღაურებას სამუშაოს შემსრულებელს, სამუშაოს შემსრულებელი უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით - საკუთარი უფლებების დაცვით მიზნით.
5. მას შემდეგ რაც, დამსაქმებელი დაეთანხმება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ გამოთქმულ თანხმობას / მზაობას განცხადებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების თაობაზე, არცერთი მხარეს არ ექნება შესაძლებლობა და საშუალება აპლიკაციის მეშვეობით გააუქმოს შეთანხმება ან/და შეცვალოს შეთანხმების რომელიმე პირობა.
6. დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის შეთანხმების შემდეგ, თუ სამუშოს შემსრულებელი არ გამოცხადდა სამუშაოს შესრულების ადგილზე, დამსაქმებელი უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით - საკუთარი უფლებების დაცვით მიზნით.
7. დამსაქმებელსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებებზე, შუამავალს არანაირი სახის პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
8. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ შუამავლის საკომისიო თანხა, რომელიც ჩამოიჭრება სამუშაოს პოტენციური მაძიებლის მიერ განსაზღვრული საბანკო ანგარიშიდან, არცერთ შემთხვევაში არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
9. მომხმარებლის მიერ უცენზურო, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, სხვისი პერსონალური ინფორმაციის ან ინტელექტუალური საკუთრების ამსახველი, ან სხვა არამართლზომიერი გზით მესამე პირისთვის ზიანის მიმყენებელი შინაარსის კომენტარის დატოვების შემთხვევაში, შუამავალი უზრუნველყოფს ასეთი კომენტარის დაუყოვნებლივ წაშლას ან გაუქმებას.