კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
1. ზოგადი პირობები
1. წინამდებარე კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში - „პოლიტიკა“) განმარტავს კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებული აპლიკაციისათვის Stafika. იგი ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ აპლიკაციაში გენერირებულ ინფორმაციაზე.
2. წინამდებარე კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა განსაზღვრავს:
1. რა სახის პერსონალური ინფორმაცია გროვდება აღნიშნული აპლიკაციის მეშვეობით, როგორ გამოიყენება ის და ვის შეიძლება გაუზიარდეს. 2. რა არჩევანი გაქვთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
3. რა უსაფრთხოების ზომებია მიღებული თქვენი პერსონალური ინფორმაციის არასწორად გამოყენების პრევენციის მიზნით.
4. როგორ შეგიძლიათ გაასწოროთ ნებისმიერი უზუსტობა ინფორმაციაში.
2. ვინ ვართ ჩვენ?
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები - „ჩვენ“ ან „ჩვენი“ - ნიშნავს შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241).
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები - „თქვენ“ ან „თქვენი“ - ნიშნავს შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებული აპლიკაცია Stafika-ს თითოეულ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია აღნიშნულ აპლიკაციაში და სარგებლობს სერვისით.
3. ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის საფუძველზე.
3. რა არის პერსონალური მონაცემები და ვისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული ინფორმაცია
1. პერსონალური მონაცემი (შემდეგში − „მონაცემი“) − ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც აპლიკაციაში რეგისტრირებულ, იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (მომხმარებელს) უკავშირდება.
2. აპლიკაციაში განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია განკუთვნილი არის აპლიკაციის რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ან სხვა პირებისთვის, ვინც დაინტრესებულია შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებული აპლიკაციით, ასევე, იმ პირებისათვის, ვინც არის ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე, სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელი და სასურველია აპლიკაციით სარგებლობისათვის.
3. წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია და მისი მესამე პირებისათვის გადაცემა ნებისმიერი ფორმით დაუშვებელია გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა ან იმ სახის ინფორმაციისა, რომელიც საჯაროა მომხმარებლის გადაწყვეტილებით.
4. ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება და გაზიარება
1. შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) არის აპლიკაცია Stafika-ში შეგროვებული ინფორმაციის მფლობელი, ვინაიდან, ჩვენ ხელი მიგვიწვდება / ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაძლევთ აპლიკაციაში რეგისტრაციის გავლის მეშვეობით. აღნიშნული ინფორმაცია ინახება ჩვენს მიერ და მათი გამოყენება თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია.
2. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) არ გაუზიარებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას არცერთ მესამე პირს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული აუცილებელია თქვენივე მოთხოვნის შესასრულებლად (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ჩვენ შეიძლება მოგწეროთ ელ-ფოსტაზე ან თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ჩვენი ახალი სერვისების შესახებ, ასევე, წინამდებარე კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის რომელიმე დებულების/ნაწილის ცვლილების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ არ გექნებათ ასეთი ინფორმაციის მიღების სურვილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაკეთებული განცხადების საფუძველზე.
3. კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს აპლიკაცია თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა შპს „სტაფიკა“-სთან (ს/ნ: 429655241) და აპლიკაციის სხვა მომხმარებლებთან თქვენი დაინტერესების შემთხვევაში. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ.
4. მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას.
5. კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს წინამდებარე პოლიტიკით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?
1. თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის; ამასთან, შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) იტოვებს უფლებას კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი მონაცემებით:
1. მომხმარებლის ანგარიშის დეტალები (ფიზიკური პირის შემთხვევაში): მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და აპლიკაციით სრულად სარგებლობისათვის, წინამდებარე კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის, შესაძლოა მოგთხოვოთ ისეთი პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სარეგისტრაციო მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.
2. მომხმარებლის ანგარიშის დეტალები (იურიდიული პირის შემთხვევაში): მომხმარებლის ანგარიშის გახსნისას (რეგისტრაციისას) და აპლიკაციით სრულად სარგებლობისათვის, წინამდებარე კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის შესაძლოა მოგთხოვოთ ისეთი პერსონალური მონაცემების მოწოდება, როგორიცაა: სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ხელმძღვანელი პირის მონაცემები, საკონტაქტო პირის მონაცემები და ა.შ.
3. მომხმარებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია, რომლის საშუალებით ხორციელდება აპლიკაციაში დამსაქმებლის მიერ სამუშაოს მაძიებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და აგრეთვე, რომლის საშუალებითაც ხორციელდება შუამავლის საკომისიოს ანაზღაურება სამუშაოს მაძიებლის მხრიდან.
4. სხვა სახის, დამატებითი ინფორმაცია აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის სრულად და ჯეროვნად მიღების და სარგებლობის მიზნით.
6. პერსონალურ მონაცემთა და კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების მიზანი
1. პერსონალურ მონაცემთა და კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვება აუცილებელია:
1. მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვისთვის;
2. აპლიკაციაში განთავსებული ინფორმაციის სრულად მისაღებად;
3. ახალი სერვისების დასანერგად და შესათავაზებლად;
4. სერვისით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
5. მარკეტინგული და ბიზნეს აქტივობების განსახორციელებლად;
6. ჩვენ სერვისებთან დაკავშირებით მომხმარებლების ქცევის მონიტორინგისთვის;
7. ჩვენი სერვისების გაუმჯობესებისთვის;
8. მომხმარებლისაგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
9. აპლიკაციის არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
10. კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენისა და შესაბამისი ანგარიშების შესადგენად;
11. რისკების მართვისთვის;
12. მომხმარებლების კანონიერი ინტერესების დასაცავად.
2. პერსონალურ მონაცემთა და კონფიდენციალური ინფორმაციის შეგროვების/დამუშავების მიზანი არის შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებული აპლიკაციით / სერვისით სრული სარგებლობა.
7. მონაცემთა დამუშავების პრინციპები
1. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მონაცემთა დამუშავებისას დაცული იქნება შემდეგი პრინციპები:
• მონაცემები დამუშავდება კანონიერად, სამართლიანად, მომხმარებლისათვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა;
• მონაცემები შეგროვდება და მოპოვებული იქნება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური, აღნიშნული პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნებისთვის. ამასთან, დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა მიზნით;
• მონაცემები დამუშავებული იქნება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად; ასეთი მონაცემები იმ მიზნის თანაზომიერი იქნება, რომლის მისაღწევადაც ისინი დამუშავდება;
• მონაცემები იქნება ნამდვილი, ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, განახლებული. მონაცემთა დამუშავების მიზნების გათვალისწინებით, არაზუსტი მონაცემები გასწორდება, წაიშლება ან განადგურდება დაყოვნების გარეშე;
• მონაცემები შეიძლება შენახულ იქნება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, რის შემდეგაც პერსონალური მონაცემები წაიშლება, განადგურდება ან შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაცემთა დამუშავება განსაზღვრულია კანონით ან/და კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით და მონაცემთა შენახვა აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში აღმატებული ინტერესების დასაცავად;
• პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული იქნება ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
8. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
1. მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
• მომხმარებელმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
• მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
• მონაცემთა დამუშავება საჭიროა შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
• კანონის თანახმად, მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მომხმარებელმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის, მიზნებისთვის;
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ნებისმიერი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
• მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
2. არასრულწლოვანი მომხმარებლის შესახებ მონაცემთა დამუშავება მისი თანხმობის საფუძველზე დასაშვებია, თუ მან 16 წლის ასაკს მიაღწია, ხოლო 16 წლამდე არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავება − მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანისა და მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
9. მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით
1. მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შეიძლება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით.
2. მომხმარებლის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელია მომხმარებლის წერილობითი თანხმობა.
3. მომხმარებლი წინამდებარე „პოლიტიკაზე“ თანხმობის გამოხატვით აცხადებს, რომ თანახმაა პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით შპს „სტაფიკამ“ (ს/ნ: 429655241) დაამუშავოს მომხმარებლის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები.
4. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) ვალდებულებას იღებს შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
5. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება.
10. პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარება
1. კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან თქვენ მიერ გამოთქმული თანხმობით (ნების დართვით) ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) კუთვნილ აპლიკაცია Global Choise-თან ან მის საქმიანობასთან დაკავშირებულ შემდეგ პირებს:
1. თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;
2. სამართალდამცავ ორგანოებს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში;
3. მესამე პირებს, ვისთვისაც გვთხოვთ (ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;
4. მესამე პირებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად.
11. აპლიკაცია Global Choise-ის მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
1. აპლიკაციის თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს:
1. მიიღოს სერვისის თაობაზე ინფორმაცია ჩვენს მიერ დამუშავებული პირადი მონაცემების საფუძველზე.
2. წინამდებარე „პოლიტიკით“ განსაზღვრული წესებს და პირობებს დამატებით გაეცნოს ვებ-გვერდზე (www.Globalchoise.com) ან სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე (Global Choise); როგორც ვებ-გვერდი, ასევე, აღნიშნული სოციალური ქსელის აღნიშნული გვერდი არის მხოლოდ საინფორმაციო სახის, სადაც განსაზღვრული იქნება აპლიკაციის მოხმარების წესები და პირობები, აგრეთვე, სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინსტრუქცია ვიდეო კონტენტის ან სქრინების ფორმით.
3. მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება ან დამოუკიდებლად უზრუნველყოს ასეთი მონაცემების გასწორება / განახლება ან/და შევსება აპლიკაციის საშუალებით;
4. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ: ა. მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; ბ. სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე; გ. თუ მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ მესამე პირების მიერ. დ. მოხდა უფლებების სხვაგვარი შეზღუდვა.
5. მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მონაცემთა სუბიექტი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; ბ) მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მომხმარებელი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას; გ) მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხმარებელს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; დ) მომხმარებელი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა; ე) არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
6. მოითხოვოს სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მის მიერ მიწოდებული მონაცემების მიღება თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა პირისთვის გადაცემა.
2. აპლიკაციის თითოეული მომხმარებელი ვალდებულია: 1. სერვისის სრულად მიღების მიზნით აუცილებელია მოგვაწოდოთ თქვენს შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია. 2. სერვისის სრულად მიღების მიზნით აუცილებელია გავლილი გქონდეთ რეგისტრაცია აპლიკაციაში. 3. სერვისის მიღების მიზნით შპს „სტაფიკა“-სთვის (ს/ნ: 429655241) გაცემული ნებისმიერი საკონტაქტო და /ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ აღნიშნულის შესახებ ან დამოუკიდებლად უზრუნველყოთ შეცვლილი მონაცემების განახლება აპლიკაციაში.
3. მოხმარებელს უფლება აქვს, მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ; აგრეთვე, მოხმარებელს უფლება აქვს, მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ, მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ ან ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე, მისი, როგორც მომხმარებლის უფლებების შესახებ; მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას, მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა. მომხმარებელს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს დაუყოვნებლივ ეცნობება.
4. მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური. მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არის დადგენილი.
12. შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) ვალდებულებები
1. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) ვალდებულებას იღებს დადგენილი წესით უზრუნველყოს მომხმარებლის უფლებების განხორციელება, მათ შორის, მიიღოს ყველა ზომა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დემონსტრირების მიზნით.
2. ახალი ტექნოლოგიების, განხორციელების ხარჯების, დამუშავების ხასიათის, მასშტაბის, კონტექსტისა და მიზნების, აგრეთვე მომხმარებლის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის მოსალოდნელი რისკებისა და მონაცემთა დამუშავების პრინციპების გათვალისწინებით, შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) როგორც დამუშავების საშუალებების განსაზღვრის, ასევე, უშუალოდ დამუშავების პროცესში მიიღებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რითიც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების პრინციპების ეფექტურად განხორციელებასდა მონაცემთა დამუშავების პროცესში დაცვის მექანიზმების ინტეგრირებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით.
3. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) მონაცემთა რაოდენობის, მონაცემთა დამუშავების მასშტაბის, შენახვის ვადებისა და მონაცემებზე წვდომის განსაზღვრისას უზრუნველყოფს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღებას, რომ ავტომატურად დამუშავდეს მონაცემების მხოლოდ ის მოცულობა, რომელიც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნისთვის.
13. მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა
1. მომხმარებლის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ეს არის აუცილებელი და პროპორციული ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:
• ა) სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
• ბ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
• გ) დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
• დ) ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
• ე) მომხმარებლის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
• ვ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ან „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში მარეგულირებელი ან/და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
• ზ) მომხმარებლის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
• თ) სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
• ი) სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას მომხმარებლის უფლების შეზღუდვასა და განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება მომხმარებელს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის მიწოდება საფრთხეს შეუქმნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის (მიზნების) მიღწევას.
4. მომხმარებლის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს თავად მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შპს „სტაფიკა“-სთვის (ს/ნ: 429655241) გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე.
14. უსაფრთხოება
1. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) იღებს კანონმდებლობით მინიჭებულ შესაბამის ზომებს თქვენი ინფორმაციის მესამე პირებისაგან დასაცავად. როდესაც თქვენ განათავსებთ კონფიდენციალურ / პერსონალურ ინფორმაციას ჩვენს საკუთრებაში არსებულ აპლიკაციაში, ის დაცულია როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში. ჩვენს მიერ შეგროვებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, პირადი მონაცემები, საბანკო ანგარიშის მონაცემები და სხვა, მოგვეწოდება უსაფრთხო გზით.
2. აღსანიშნავია, რომ თქვენს მიერ ნებაყოფლობით გაცემული ინფორმაცია, არ არის ხელმისაწვდომი შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) ყველა თანამშრომლისათვის, არამედ მხოლოდ იმ თანამშრომელს გადაეცემა, რომელსაც ესაჭიროება აღნიშნული ინფორმაცია კონკრეტული სერვისის უზრუნველსაყოფად. თითოეული ასეთ პირს აქვს ვალდებულება, რომ არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.
3. თითოეული სერვერი თუ ტექნიკური მოწყობილობა, სადაც ინახება პერსონალური ინფორმაცია, განთავსებულია უსაფრთხო და დაცულ გარემოში.
4. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) კანონმდებლობის სრული სიმკაცრით უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.
5. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირთა ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას კანონმდებლობის დარღვევის საფუძველზე. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ მივიღებთ ყველა საჭირო და შესაძლებელ ზომას მსგავსი არასანქცირებული წვდომის პრევენციისათვის, რათა დაცული იყოს აპლიკაციის თითოეული მომხმარებლის ნებისმიერი სახის მონაცემი.
15. პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის ვადა
1. შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) მონაცემებს ინახავს იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ შემთხვევში, თუ მომხმარებელი აღარ იქნება აპლიკაციის მომხმარებელი, თითოეული პერსონალური მონაცემი თუ კონფიდენციალური ინფორმაცია შეინახება მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
2. ამასთან, შპს „სტაფიკა“ (ს/ნ: 429655241) მომხმარებლის პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემის დაუშვებლობას უზრუნველყოფს განუსაზღვრელი ვადის განმავლობაში.
16. თანხმობა პერსონალური მონაცემების და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებაზე
1. თქვენ მიერ შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) საკუთრებაში არსებული აპლიკაციით გამოთქმული თანხმობა და აპლიკაციით შემდგომი სარგებლობა ნიშნავს, რომ თანახმა ხართ, ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე აპლიკაციაში განთავსებული სერვისის სრულად მიღების მიზნით. დამატებით, თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ და თანხმობას აცხადებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში საკუთარი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოვითხოვოთ და მივიღოთ თქვენ შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვისა.
2. მომხმარებლის თანხმობა მოქმედია წინამდებარე „პოლიტიკის“ პირობების დადასტურებიდან მომხმარებელის რეგისტრაციის მთელი ვადის განმავლობაში (რეგისტრაციის შეწყვეტამდე ან შეჩერებამდე).
3. თითოეულ მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლება ან განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
4. მომხმარებელს უფლება აქვს, თანხმობა გამოიხმოს იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა ან ნებისმიერ დროს წერილობით მიმართოს შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241).
17. ცვლილებები კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
1. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ჩვენი კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა, ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს საკუთრებაში არსებულ აპლიკაციაში. წარმოშობილი ვალდებულებების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულებას.
2. მოდიფიცირებული კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის აპლიკაციაში გამოქვეყნების შემდეგ.
3. თითოეული მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოს ჩვენს აპლიკაციას და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი აპლიკაციით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებებს.
4. ამასთან, მომხმარებელს წვდომა აქვს შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) აპლიკაციაში მის შესახებ არსებული მონაცემებიდან ყველა მონაცემთან, რომელიც შპს „სტაფიკა“-ს (ს/ნ: 429655241) აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს შეიყვანა პირადად.
5. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს განსაზღვრული ინფორმაცია.
6. წინამდებარე „პოლიტიკიდან“ გამომდინარე წარმოშობილი ურთიერთობა არის მკაცრად საქმიანი ურთიერთობა დამოუკიდებელ მხარეებს შორის, რომლებიც თანხმდებიან, რომ დაიცავენ წინამდებარე „პოლიტიკით“ განსაზღვრულ პირობებს, პატივს სცემენ თითოეული პირის უფლებებს, დაიცავენ კონფიდენციალურობას და უზრუნველყოფენ წინამდებარე „პოლიტიკიდან“ გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულებების სრულად და კეთილსინდისიერად შესრულებას.
18. გარდამავალი დებულებები
1. წინამდებარე „კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“ ძალაში შედის მომხმარებლის მიერ აპლიკაციით სარგებლობის დაწყებით, კერძოდ, რეგისტრაციის პროცედურის გავლით და აპლიკაციის გამოყენების პირობებზე გამოხატული თანხმობით, რომლითაც მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ გაეცნო აღნიშნულ პირობებს, მოიწონა აღნიშნული პირობები და დაიცავს წინამდებარე „პოლიტიკის“ პირობებს.
2. თუ წინამდებარე „პოლიტიკის“ რომელიმე / ნებისმიერი მუხლი, პუნქტი ან მისი ნაწილი, კანონის ძალით აღმოჩნდა ძალადაკარგული ან ბათილი, იგი ჩაითვლება არარსებულ პირობად. ამასთან, წინამდებარე „პოლიტიკის“ ყველა სხვა მუხლი, პუნქტი ან მისი ნაწილი რჩება ძალაში.